Wednesday, March 23, 2011

სასწავლო პროექტი: კლდეში ნაკვეთი ქალაქები"

1. პროექტის სახელწოდება: ,,დავიცვათ ჩვენი წარსულის დიადი მემკვიდრეობა"
2. პროექტის  მთავარი იდეა: მოვიძიოთ თემასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია კლდეში ნაკვეთი ქალაქების შესახებ. მოსწავლეებმა ისტ–ის გამოყენებით გააკეთონ ელ. პრეზენტაცია მოძიებული მასალის ირგვლივ.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაეცნონ კლდეში ნაკვეთ ქალაქებს. მოიძიებენ ინფორმაციებს მათზე. შეიძენენ და განივითარებენ კვლევის და სინთეზური აზროვნების უნარ–ჩვევებს. სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობით გაიღრმავებენ ცოდნას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა  მოიპოვონ ისტორიული  ცნობები  კლდეში  ნაკვეთი  ქალაქების  შესახებ.  ისტ–ის მეშვეობით მოიძიონ ფოტოები, გააკეთონ ჩანაწერები, ჩანახატები, დაურთონ კომენტარები. გააკეთონ  ელ. პრეზენტაცია. დახატონ  პლაკატი კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  აუცილებლობის თემაზე.  მოაწყონ სასკოლო  აქცია – ,,დავიცვათ ჩვენი  წარსულის  დიადი  მემკვიდრეობა!"
5.მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.
6. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი  კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი ხელს შეუწყობს  გაკვეთილზე მიღებული  ცოდნის გაღრმავებას, მასალების დამუშავებას ისტ–ის მეშვეობით. მიიღებენ ახალ ცოდნას, განივითარებენ კვლევის, ანალიზის, ჯგუფში მუშაობისა და პრეზენტაციის უნარს. დახატავენ პლაკატს, მოაწყობენ სასკოლო აქციას, გააკეთებენ ელ. პრეზენტაციას.
8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, სასკოლო ბიბლიოთეკა, ორი კომპიუტერი, პროექტორი, დიდი ფორმატის ქაღალდი, მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად, აირჩევენ ლიდერებს. თითოეული ჯგუფის წევრი ერთობლივად დაგეგმავენ სამუშაოს. გაინაწილებენ ფუნქციებს. დაევალებათ წაიკითხონ დამატებითი ინფორმაცია და ისტ–ის  მეშვეობით მოიძიონ  კლდეში ნაკვეთი ქალაქების ამსახველი მასალები ( თარიღები, ტერიტორიული  მდებარეობა, ლეგენდები მათ შესახებ.) ჯგუფები მუშაობის დაწყებამდე ერთმანეთს გაუზიარებენ აზრს, თუ რა იციან ამ ისტორიული ძეგლების შესახებ.  კლასში მოეწყობა მათ მიერ   დახატული პლაკატის გამოფენა – პრეზენტაცია. I ჯგუფი  მოამზადებს  ელ. პრეზენტაციას ,, უფლისციხე"– ზე. I I ჯგუფი  მოამზადებს  ელ. პრეზენტაციას ,,ვარძია"– ზე. ჯგუფები ერთმანეთს წარუდგენენ ელ. პრეზენტაციას, დასვამენ  კითხვებს, იმსჯელებენ, იკამათებენ.ორივე ჯგუფი ერთად მოაწყობს სასკოლო აქციას  თემაზე: ,,დავიცვათ ჩვენი წარსულის დიადი მემკვიდრეობა."
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინფორმატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლალი შავაძე.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lalishavadze@gmail.com